Friday, July 19, 2013

კალიგრაფიის კონკურსი


      პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: „საუკეთესო კალიგრაფი“
2. პროექტის მთავარი იდეა: სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება და საუკეთესო კალიგრაფის გამოვლენა.
3. პროექტის აქტუალობა: .მოსწავლეებში წერის კულტურის და კალიგრაფიის დაბალი დონე.
4. პროექტის მიზნები:            
ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნაბა, ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია, ფანტაზიის უნარის განვითარება, გემოვნების დახვეწა. მოსწავლეთა დაინტერესება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
5. მონაწილეთა ასაკი: I- IXკლასის მოსწავლეები.
6. ვადები : 1.04 – 15.04.
7. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:
I მოსამზადებელი ეტაპი:
ამოცანები:
ა) მოსწავლეთათვის პროექტის  თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
ბ) კონკურსის პირობების და ნომინაციების გაცნობა.
ბ) მოსწავლეებზე დავალებების მიცემა(გადასაწერი ტექსტის შერჩევა)
გ) ჟიურის შერჩევა
II საკლასო გამოფენის მოწყობა
ამოცანები:
ა) კლასში გამოიფინება მოსწავლეთა ნამუშევრები.
ბ) შეირჩევა საუკეთესოები სასკოლო გამოფენისათვის.
III სასკოლო გამოფენის მოწყობა.
ამოცანები:
ა) სკოლის ფოიეში მოეწყობა შერჩეული ნამუშევრების გამოფენა
ბ) ჟიურის მიერ შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები


IV.მოსწავლეთა დაჯილდოება
ამოცანები:
ა) გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით.
განხორციელების გზები:
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს. პროექტი ჩატარდება ორ ეტაპად . პირველ ეტაპზე ჩატარდება საკლასო კონკურსი , სადაც გამოვლინდება საუკეთესო. მეორე ეტაპზე ჩატარდება სასკოლო კონკურსი რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკლასო კონკურსში გამარჯვებულები. ჟიური გამოავლენს საუკეტესო ნამუშევრებს და ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით.
კონკურსის პირობები:
კონკურსის მონაწილემ გადააწერად უნდა შეარჩიოს ნაწყვეტი შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ (ტექსტის მოცულობა: ერთი თაბახი მე-5 კლასიდან მე-9  კლასის ჩათვლით) მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი ნომინაციებით:
1.      „საუკეთესო კალიგრფიული ნამუშევარი“ -ამ ნომინაციითშეფასებისას გათვალისწინებული იქნება , თუ რამდენად ასახავს ხელნაწერი ქართული ანბანის თავისებურებას, რამდენად სწორადაა მოხაზული ასო-ბგერა.
2.      „ორიგინალური გადაწყვეტა“ მონაწილეს შეუძლია ნამუშევარი გააფორმოს ტექსტიდან რომელიმე ეპიზოდის ილუსტრაციით, საკუთარი ნახატით, შეუძლია ტექსტი გადაიტანოს ქსოვილოზე, ქვაზე, ხეზე და ა.შ
3.      „გაცოცხლებული ეტრატი“ - კონკურსის მონაწილეს საშუალება აქვს ნაწყვეტი გადმოწეროს მრგვლოვანით ან ნუსხურით.

8 .რესურსები: თაბახები, საწერკალამი, ფორმატი,  , წიგნები,
ვადები  
                    ეტაპები
დაწყება
დამთავრება
მოსამზადებელი ეტაპი

 1.04
5.04
საკლასო გამოფენის მოწყობა
8.04
 10.04
სასკოლო გამოფენის მოწყობა
10.04
13.04
გამარჯვებული ნამუშევრის ავტორების დაჯილდოვება

15.06.


9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში ამაღლდება წერის კულტურის და კალიგრაფიის დონე. მოხდება მოსწავლეთა დაინტერესება, გამრავალფეროვნდება სასკოლო ცხოვრება.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /კავშირი. ქართული ენა და ლიტერატურა. ხელოვნება
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ზ. რევაზიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა : www. Z.revazishvili 2011@ gmail.com
13. პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი: z. revazishvili. Blogspot.com

    

     პროექტი“ საუკეთესო კალიგრაფი“
მიზანი: ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნაბა, ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაცია, ფანტაზიის უნარის განვითარება, გემოვნების დახვეწა. მოსწავლეთა დაინტერესება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
კონკურსის პირობები:
 კონკურსის მონაწილემ გადასაწერად უნდა შეარჩიოს ნაწყვეტი შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ (ტექსტის მოცულობა: ერთი თაბახი მე-5 კლასიდან მე-9  კლასის ჩათვლით) მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი ნომინაციებით:
1.    „საუკეთესო კალიგრფიული ნამუშევარი“ -ამ ნომინაციითშეფასებისას გათვალისწინებული იქნება , თუ რამდენად ასახავს ხელნაწერი ქართული ანბანის თავისებურებას, რამდენად სწორადაა მოხაზული ასო-ბგერა.
2.    „ორიგინალური გადაწყვეტა“ მონაწილეს შეუძლია ნამუშევარი გააფორმოს ტექსტიდან რომელიმე ეპიზოდის ილუსტრაციით, საკუთარი ნახატით, შეუძლია ტექსტი გადაიტანოს ქსოვილოზე, ქვაზე, ხეზე და ა.შ
3.    „გაცოცხლებული ეტრატი“ - კონკურსის მონაწილეს საშუალება აქვს ნაწყვეტი გადმოწეროს მრგვლოვანით ან ნუსხურით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის ყველა კლასის მოსწავლეს.

კონკურსის ჩატარების ვადა:

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით.

პროექტის ხელმძღვანელი: ზ.რევაზიშვილი

No comments:

Post a Comment