Friday, July 19, 2013

„ჩვენ ვზრუნავთ ბუნებაზე“


1.პროექტის სახელწოდება:  „ჩვენ ვზრუნავთ ბუნებაზე“
2. პროექტის იდეა: მოსწავლეთა ინფორმირება  გარემოს დაბინძურების სავალალო შედეგებზე. სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება და ნარგავების დარგვა.
3 პროექტის აქტუალობა: გლობალური პრობლემების წინ წამოწევა. ხშირად ვაწყდებით ბუნებისადმი გულგრილ დამოკიდებუილებას, კერძოდ გარემოს დანაგვიანების ფაქტებს, ამიტომაც ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ბუნების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერებას.
4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი. მოსწავლეებმა შეძლონ დანაგვიანებული გარემოსათვის გამაფრთხილებელი პირობითი ნიშნების შექმნა და უსაფრთხოების ზომების დაცვა.
5. მოსწავლეთა ასაკი: I-III კლასის მოსწავლეები
6. ვადები და ხანგრძლივობა: 22 მარტი - 22 აპრილი
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააცნობიერებენ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეულ საფრთხეს და გამოუმუშავდებათ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი. მოსწავლეები შეძლებენ დანაგვიანებული გარემოსათვის გამაფრთხილებელი პირობითი ნიშნების ცნობას და უსაფროების ზომების დაცვას.
8. პროექტის საჭირო და ძირითადი რესურსები: სამუშაო იარღები: ბარი,თოხი, ჰიგიებური ხელთათმანები,დიდი ცელოფანის პარკები, ცოცხი, ფოცხი, ნერგები, ყვავილების თესლები, სახატავი მასალები, ციფრული ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა:
ა) კლასის ხელმძღვანელის საუბარი. -15 აპრილი
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
გ) სკოლის ეზოს დასუფთავება. – 16 აპრილი
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგი სახის თამაშს: „ნადირობა ნაგავზე“., ურიგებს მათ ჰიგიენურ ხელთათმანებს და ცელოფნის პარკებს, მათ უნდა დაიარონ სკოლის ტერიტორია,( დერეფნები, ეზო...) შეაგროვონ დაყრილი და მიტოვებული ნარჩენები , ჩაყარონ პარკებში. მასწავლებელი აძლევს მითითებას , რომ ფრთხილად აიღონ ბასრი და წვეტიანი საგნები. შეგროვილი ნაგავს  ყარინ სპეციალურად წინასწარ ამოთხრილ ორმოში.
დ) მცენარეების დარგვა და ყვავილნარის გაშენება. – 17 აპრილი
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად რგავენ  სკოლის ეზოში სხვადასხვა სახეობის ნერგებს და თესავენ ყვავილებს.
ე)ამკრძალავი პლაკატების დამზადება: - 18 აპრილი
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ამზადებენ ამკრძალავ ნიშნებს და ეცნობიან მათ მნიშვნელობას.

ვ) ნახატების გამოფენა. – 22 აპრილი
მოეწყობა ნახატების გამოფენა სათაურით „დედამიწა ჩვენი სახლია“
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნებისმეტყველება, ხელოვნება.
ბუნ.III. 11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ზ. რევაზიშვილი
12.ელ.ფოსტის მისამართი:  z.revazishvili 2011@gmail.com


No comments:

Post a Comment