Friday, July 19, 2013

პროექტი „მე ვიტყვი ლექსს“


1.პროექტის სახელწოდება: „მე ვიტყვი  ლექსს“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებში პოეზიის სიყვარულის გაღვივება.
3. პროექტის აქტუალობ . ქართული პოეზიის პოპულარიზაცია
4. პროექტის მიზნები:  საკლასო ცხოვრების გამრავალფეროვნება, შემოქმედებითი და მხატვრული კითხვის უნარის განვითარება, გემოვნების დახვეწა.
5. მონაწილეთა ასაკი: I - III კლასის მოსწავლეები.
6. ვადები : 1.04 – 15.04.
7. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:
I მოსამზადებელი ეტაპი:
ამოცანები:
ა) მოსწავლეთათვის პროექტის  თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.
ბ) კონკურსის პირობების და ნომინაციების გაცნობა.
ბ) მოსწავლეებზე დავალებების მიცემა
გ) ჟიურის შერჩევა.
II საკლასო კონკურსის  მოწყობა.
ამოცანები:
ა) კლასში საკლასო კონკურსის მოწყობა.
ბ) საუკეთესოს გამოვლენა სასკოლო კონკურსისთვის.
განხორციელების გზები:
  მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს. პროექტი ჩატარდება ორ ეტაპად . პირველ ეტაპზე ჩატარდება საკლასო კონკურსი , სადაც გამოვლინდება საუკეთესო. მეორე ეტაპზე ჩატარდება სასკოლო კონკურსი რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკლასო კონკურსში გამარჯვებულები. ჟიური გამოავლენს საუკეთესოს, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით. ჟიური დაკომპლექტდება როგორც მასწავლებლებით ისე მშობლებით.
კონკურსის პირობები:
კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საყვარელი ლექსი. ლექსი უნდა იქნეს მხატვრულად წაკითხული. ყურადღება მიექცევა კითხვის უნარს, სამსახიობო ნიჭს, ვიზუალურ მხარეს.
შეფასების კრიტერიუმი: თითოეულ მონაწილეს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სასკოლო კონკურსში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

8 .რესურსები:  , წიგნები,
ვადები  
                    ეტაპები
დაწყება
დამთავრება
მოსამზადებელი ეტაპი

 1.04
5.04
საკლასო კონკურსის მოწყობა
8.04
 10.04
სასკოლო კონკურსის მოწყობა
10.04
13.04
გამარჯვებულის დაჯილდოვება

15.06.


9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში განვითარდება მხატვრულად კითხვის და შემოქმედებითი უნარი, ამაღლდება მოტივაცია, მოხდება ქართული პოეზიის პოპულარიზაცია.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /კავშირი. ქართული ენა და ლიტერატურა.
11. პროექტის ხელმძღვანელი:  ზ. რევაზიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა : www. Z.revazishvili 2011@ gmail.com
13. პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი: z. revazishvili. Blogspot.com

No comments:

Post a Comment