I- III კლასის დამრიგებლის ზაირა რევაზიშვილის 2013
-2014
სასწავლო წლის
I სემესტრში გაწეული მუშაობის შესახებ.
2013
-2014 სასწავლო წელს ვხელმძღვანელობ I-III კლასებს. I კლასში ირიცხება 4 მოსწავლე,
1 ვაჟი და 3 გოგონა. III კლასში - 4 მოსწავლე, 1 ვაჟი და 3 გოგონა.
სასწავლო
წლის დასაწყისში სკოლის დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამის მიხედვით შევადგინე სამუშაო
გეგმა.
პირველ სემესტრში
ჩავატარე მშობელთა და მოსწავლეთა კრებები,
სადაც მოხდა მოსწავლის ქცევის კოდექსის , სკოლის შინაგანაწესის, დღის რეჟიმის გაცნობა-განხილვა.
სასწავლო
წლის დასაწყისში მოვახდინე მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ
გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.
ყოველდღიურად ვამოწმებდი მოსწავლეების დასწრებას და აღვრიცხავდი
ჟურნალში.
ვთანამშრომლობდი
მშობლებთან, მათ ვხვდებოდი როგორც მშობელთა კრებაზე სადაც ვიხილავდით კლასისათვის საჭირბოროტო
საკითხებს, ისე ღია კარის დღეზე, რომელიც დაწესებულია სკოლაში ყოველი თვის პირველ სამშაბათს,
სადაც ვაცნობდი ინდივიდუალურად შვილის ყოფაქცევასა დააკადემიურ მოსწრებას.
დროულად
ვახდენდი სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოებას, სადაც ავსახავდი ყველა იმ ინფორმაციას,
რაც ტარდებოდა კლასში.
მონიტორინგს
ვუწევდი სასკოლო ჟურნალის წარმოებას, ჩემი ურთიერთობა ემყარებოდა თანამშრომლობას, ურთიერთ
პატივისცემას და ურთიერთ ნდობას.
საამღზრდრლო
მუშაობა ჩატარებული იყო შემდეგი მიმართულებებით: პიროვნული და მორალური განვითარება,
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, უსაფრთხოება და მოქალაქეობრივი
პატრიოტული ცნობიერება, თვალსაწიერის გაფართოება ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური
და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა.
IIIკლასის
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა „ზამთარი 2013“
მათ გადაეცათ დირექციისაგან სიგელები და საჩუქრები.
სექტემბრის
თვიდან I- III კლასის მოსწავლეებთან დავიწყე პროექტის „წიგნის
მეგობრები“ განხორციელება.
შევისწავლე
მოსწავლეების ოჯახური მდგომარეობა, ყველას აქვს ნორმალური ოჯახური პირობები, გამოყოფილი
აქვს სამეცადინო კუთხე.
მოსწავლეებთან
ერთად ვზრუნავდი საკლასო ოთახის მოწყობა-მოწესრიგებაზე. სართულის მორიგესთან ერთად
მეთვალყურეობას ვუწევდი საკლასო ოთახსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის და სისუფთავის
დაცვას.
ვეხმარებოდი
მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრაში. პერიოდულად ვხვდებოდი საგნის მასწავლებლებს.
მეორე სემესტრიდან
ვაწარმოებ მოსწლეებზე დაკვირვების რვეულს, რომელშიც დაფიქსირდება თითოეული მოსწავლის
პრობლემა.
კლასის დამრიგებელი: ზ. რევაზი
No comments:
Post a Comment