Saturday, November 1, 2014

samodelo gakvetili matematikashi klaskompleqtshi

გაკვეთილის თემა:

ამოცანა

ფიგურის გვერდების სიგრძე

სწავლების საფეხური
I კლასი
III კლასი
გაკვეთილის მიზანი:
ბავშვები გაეცნონ ცნებებს „ამოცანა“, „ამოცანის პირობა“ „ამოცანის კითხვა“
მოსწავლეებმა განივითარონ სახაზავის გამოყენებით მონაკვეთებისა და ფიგურათა გვერდების სიგრძის გაზომვის უნარ-ჩვევები. ისწავლონ გაზომვის შედეგის დაფიქსირება სანტიმეტრში
ე.ს.გ.განსაზღვრული შედეგები:
მათ.I.3-1;  I.3-3
მათ.III. 10-1; 2; 3
წინასწარი ცოდნა:

         
ციფრები 10-ის ფარგლებში. მიმატება-გამოკლება 10-ის ფარგლებში. მეტ-ნაკლებობა 10-ის ფარგლებში.
გეომეტრიული ფიგურები.  სიგრძის საზომი ერთეულები.
გაკვეთილის მსვლელობა:

1.ბარათებზე მუშაობა - ინდივიდუალური -13 წთ
მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს რომელზეც არის მაგალითები და მოსწავლეები დამოუკიდებლად ხსნიან
         A ფაზა
2.გამოწვევა სიტუაციური ამოცანა-5წთ
მოსწავლეებს ვუჩვენებ კალათს რომელშიც აწყვია ვაშლები და კამფეტები, ვურიგებ მათ კამფეტებს და ვაშლებს და ვადგენთ ამოცანებს.
         B ფაზა
3. მასწავლებლის მინი ლექცია-3 წთ
მოსწავლეებს ვუხსნი რა არის ამოცანა და რისგან შედგება იგი.

4.ამოცანების მოფიქრება და ამოხსნა-ინდივიდუალური-5 წთ
მოსწავლეებთან ერთად სავარჯიშო ხის მეშვეობით ვადგენთ ამოცანებს, გამოვყოფთ ამოცანის პირობასა და კითხვას, ვახდენთ მაგალითის ჩაწერას.

5. მხიარული შესვენება-2 წთ
         
        C ფაზა

6. ბუკზე მუშაობა-ინდივიდუალური
-5წთ
მოსწავლეები მუშაობენ ბუკში მოცემულ სავარჯიშოზე

7. გაკვეთილის შეჯამება-2 წთ
 კითხვების საშუალებით ვაჯამებთ გაკვეთილს.


 1.საშინაო დავალების შემოწმება-ინდივიდუალური -5წთ
მოსწავლეები ახდენენ საშინაო დავალების პრეზენტაციას
        

       A ფაზა
2. პროვოცირება-გონებრივი იერიში-ინდივიდუალური-5წთ
მოსწავლეებს ვთხოვ ბუკში დახაზონ გეომეტრიული ფიგურები და ისაუბრონ მათ შესახებ. დფაზე ვაკეთებ აასოციაციურ კავშირების რუკას. და მოსწავლეებთან ერთად ვვსებ
            B ფაზა
3. მინი-ლექცია-3წთ
მოსწავლეებს ვაცნობ თუ როგორ უნდა გაზომონ გეომეტრიული ფიგურები
4. ბარათებზე მუშაობა-ინდივიდუალური-5წთ
მოსწავლეები მუშაობენ  მოცემულ ბარატებზე. ზომავენ და წერენ შედეგებს
5. პრაქტიკული მუშაობა-ინდივიდუალური-5წთ
საკლასო ოთახის იატაკისა და სხვა ნივთების გაზომვა
მოსწავლეებს ვეკითხები სხვადასხვა სიდიდის ფიგურები თუ რომელი ერთეულებით შეიძლება გაიზომოს. მათ ირგვლივ რომელი საგნების გაზომვა შეიძლება და რომელი ერთეულით
     
        C ფაზა

6. სახელმძღვანელოს რვეულზე მუშაობა-ინდივიდუალური-10წთ
მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოსთან არსებულ რვეულში.
    
7. გაკვეთილის შეჯამება-5წთ
გაკვეთილს ვაჯამებთ კითხვა-პასუხით. რა შეისწავლეს მათ ამ გაკვეთილზე
8. საშინაო დავალების მიცემა და შეფასება-2წთ
მოსწავლეებს ვაფასებ და ვაძლევ საშინაო დავალებას



შეფასება:



განმავითარებელი, კომენტარებით


განმავითარებელი, კომენტარებით


რესურსები:

ვაშლები, კამფეტები, ბუკი, სახელმძღვანელო, რვეული, საწერ კალამი, ჩხირები, საანგარიშო. ფერადი ფანქრები. სავარჯიშო ხე.
გეომეტრიული ფიგურები, დიდი და პატარა სახაზავები, ფანქრები, ბუკი.

No comments:

Post a Comment