Saturday, November 1, 2014

video gakvetilis gegma

გაკვეთილის თემა
შინაური და გარეული ცხოველები და მათი კვება.
სწავლების საფეხური
II კლასი
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეებმა  შეძლონ შინაური და გარეული ცხოველების ამოცნობა და დასახელება. შინაური და გარეული ცხოველებს შორის მთავარი განსხვავების გაცნობიერება. მოსწავლეებმა შძლონ საკვების მიხედვით ცხოველების განაწილება და მარტივი კვებითი ჯაჭვის  შედგენა
ე. ს. გ. შედეგები
ბუნ.II.1.მოსწავლეს შეუძლია ცხოველის და მათი სხეულის ნაწილების ამოცნობა და აღწერა
წინასწარი ცოდნა
ცხოველების ამოცნობა და მათი სახელწოდებები. საკვები პროდუქტების ორი ჯგუფი: მცენარეული და ცხოველური. ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება კვება.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა
აქტივობა1.პროვოცირება თამაშით „იდუმალი ყუთი“- ინდივიდუალური-5 წთ
მასწავლებელი ბავშვებს სთავაზობს ლამაზად შეფუთულ ყუთს, რომელშიც მოთავსებულია შინაური და გარეული ცხოველების სურათები.მოსწავლეები რიგრიგობით გამოდიან, ყუთიდან იღებენ სურათს და ახასიათებენ. დახასიათების შემდეგ მოსწავლეები ამოიცნობენ ცხოველს

Bფაზა
აქტივობა:2. კითხვა-პასუხი- 3 წთ
მასწავლებელის კითხვა-პასუხით  მოსწავლეები კიდევ ერთხელ ეცნობიან თემას

აქტივობა 3. ჯგუფური სამუშაო -7 წთ
ლექსის „თხა და ვენახი“-ს მიხედვით მოსწავლეები აკეთებენ კვებით ჯაჭვს.

C ფაზა
აქტივობა 4. ტესტი-ინდივიდუალური -25 წთ
მოსწავლეები მუშაობენ მასწვლებლის მიერ შედგენილ ტესტზე

აქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება-5 წთ

შეფასება
განმავითარებელი, კომენტარებით. დაკვირვება, სიტყვიერი შექება
რესურსები


 საწერკალამი. რვეული. შინაური და გარეული ცხოველების პლაკატები. „საიდუმლო ყუთი“ ცხოველების პატარა სურათები.

No comments:

Post a Comment