Monday, August 24, 2015

შემაჯამებელი ტესტი ქართულში. მე-4 კლასი

შემაჯამებელი ტესტი კლასი: მე-4 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა თარიღი: მოსწავლის სახელი და გვარი: 1.ვისი ავტობიოგრაფიაა აღწერილი მოთხრობაში „ქორობია“ ა)ილია ჭავჭავაძის გ)ვაჟა-ფშაველას ბ)აკაკი წერეთელის დ)შოთა რუსთაველია 2.რომელი მეფეა მოხსენიებული ისტორიულ მოთხრობაში „სამასი თავდადებული ქართველი“ ა)დავით აღმაშენებელი გ)ვახტანგ გორგასალი ბ)თამარ მეფე დ) მეფე ერეკლე 3. რა არის გაპიროვნება? 4.გამოარკვიე ქვემოთ მოცემულ წინადადებებიდან რომელია ფაქტი და რომელი ვარაუდი: ა)თრიალეთის მღვიმის კედლებზე ამოკაწრულია ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები ბ)მღვიმის კედელზე ნადირობის სცენის გამოსახვა პირველყოფილი ადამიანისათვის იღბლიან ნადირობას მოასწავებდა. 5. აბრუნე შემდეგი არსებითი სახელები და გამოარკვიე რომელია კუმშვადი და რომელი კვეცადი: ბუდე; წყალი 6.მოირფოლოგიურად გაარჩიე მოცემული წინადადება: ნინომ ბაღში ორი ლამაზი ყვავილი დარგო. 7.გაასწორე შეცდომა: ჩემი ძაღლი ჩუმათ არის, ცუდს არაფერს აკეთეფს. დღეს მშვენივრათ ვგრძნოფ თავს. გუშინ ერთი კარქი ამბავი მოხდა. 8.დასვი სასვენი ნიშნები: რომელი საუკუნის პოეტია გიორგი ლეონიძე იალბუზი კავკასიონის ქესის უმაღლესი მწვერვალია გიორგი მომეცი ფანქარი

No comments:

Post a Comment