Monday, August 24, 2015
კვლევის ანგარიში
ანგარიში
მე ვარ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ვასწავლი შემდეგ საგნებს: ქართული ენა და ლიტერატურას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას და ხელოვნებას. ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა პრობლემა: მოსწავლეებს უჭირდათ წაკითხული ტექსტის გააზრება. დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა გადაჭრილიყო ეს პრობლემა.მიზნობრივ ჯგუფად ავირჩიე დაწყებითი კლასების მოსწავლეები(II-IV) ჯერ ჩავატარე გამოკითხვა საოჯახო ბიბლიოთეკის შესახებ: რა რაოდენობის წიგნები ჰქონდათ მოსწავლეებს სახლში. შედეგი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.ასევე ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტი, კითხვის უნარის განვითარებაზე, სადაც მოსწავლეებმა საკმაოდ დაბალი შედეგი აჩვენეს. გადავწყვიტე განმეხორციელებინა დამატებითი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ პრობლემის აღმოფხვრას მოსწავლეებში. დავიწყე პროექტის „წიგნის მეგობრების „ განხორციელება. საჭიროდ ჩავთვალე ამ პროექტში ჩამერთო მშობლები. პირველ რიგში მოვიწვიე მშობელთა კრება. გავაცანი პრობლემა, პროექტი და შევთავაზე დახმარება. საბედნიეროდ ბევრმა მშობელმა გამოთქვა სურვილი ჩართულიყო პროექტში.
პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება. მოსმენის, დისკუსიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება. მოსწავლეთე დაინტერესება კლასგარეშე ლიტერატურით.
რაც შეეხება პროექტის მსვლელობას: ბიბლკიოთეკარის დახმარებით შევარჩიე მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი კლასგარეშე ლიტერატურა.
მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე კვირის ერთი დღე , როდესაც გაკვეთილების შემდეგ ხდებოდა შერჩეული ლიტერატურის წაკითხვა.
გავაკეთე მშობელთა განრიგი. მშობლები მორიგეობით მოდიოდნენ და მოსწავლეებს უკითხავდნენ წინასწარ შერჩეულ ლიტერატურას.
წაკითხვის შემდეგ ვაწყობდი დისკუსიებს წაკითხულის ირგვლივ . მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარ ვარაუდსა და დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ.
მოსწავლეებს ვავალებდი დაეხატათ საყვარელი პერსონაჟი. გაეკეთებინათ საკუთარი ნახატის პრეზენტაცია . ბოლოს ვაკეთებდი ნახატების გამოფენას.
ამ პროექტში მთავარ აქტივობად ავირჩიე „ორიენტირებული კითხვა,მოსმენა და აზროვნება“. ეს მეთოდი იმიტომ შევარჩიე, რომ ამ ასაკის მოზარდები გამოირჩევიან შემდეგი მონაცემებით:
• უყვართ როცა უკითხავენ
• ინტერესდებიან სიტყვების მნიშვნელობით
• უყვართ კითხვების დასმა
ეს მეთოდი ხმამაღლა კითხვის აქტივობით წარიმართება. მოსწავლეებისათვი უფროსების მიერ ხმამაღლა კითხვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტივობას წარმოადგენს კითხვაში წარმატების მისაღწევასდ. მას ბევრი დადებითი შედეგი აქვს, კერძოდ:
• ავითარებს კითხვისა საუბრის უნარ-ჩვევებს
• აუმჯობესებს მოსმენის უნარსა და ხარისხს
• ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს
• აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და შთაგონებას
რადგანაც საკმაოდ აქტუალურია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, გადავწყვიტე ამ პროეტშიც ჩამერთო მშობლები. მოვიწვიე ისინი და შევთავაზე , რომ მოსწავლეებისათვის სწორედ მათ წაეკითხათ შერჩეული ლიტერატურა. საბედნიეროდ მსურველი ბევრი აღმოჩნდა.
სასწავლო წლის ბოლოს მოვახდინე პროექტის შეჯამება. მოსწავლეებს დავურიგე უცხო ტექსტი,ღია და დახურული კითხვებით. მოსწავლეებმა დამაკმაყოფილებლად გაართვეს თავი. ამით დადგინდა რომ პროექტი განხორციელდა წარმატებით. 2014-2015 სასწავლო წელს კი ეს პროექტი ჩაანაცვლა სასწავლო გეგმით გათვალისწინებულმა კითხვის საათმა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment