Monday, August 24, 2015

სამოდელო გაკვეთილი ქართულში

გაკვეთილის თემა: მელიას კუდი მოწმედ მელა და ყურძენი სწავლების საფეხური II კლასი IV კლასი გაკვეთილის მიზანი: II კლასი-მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის წაკითხვა და შინაარსის აღქმა, თავისი დამოკიდებულების გამოხატვა, საგნის ან მოვლენის დამოუკიდებლად აღწერა. IV კლასი-მოსწავლე დაეუფლოს კითხვის ტექნიკას,მოძებნოს მითითებული მონაკვეთი ტექსტში,გაიგოს უცნობი სიტყვა კონტექსტის მიხედვით. დაეუფლოს წაკითხულის გააზრების ძირითად სტრატეგიებს. მოძებნოს ტექსტში კონკრეტული ინფორმაცია. ე.ს.გ.განსაზღვრული შედეგები: ქართ.II.1; 2; 3; 4; 8; 13; 14; ქართ.IV. 1; 4; 5; 6; 12; 13. წინასწარი ცოდნა: შინაური და გარეული ცხოველების სახელწოდებები და მათი ნაშიერები. შინაური და გარეული ცხოველების სახელწოდებები და მათი ნაშიერები გაკვეთილის მსვლელობა: 1.საშინაო ზეპირი დავალების შემოწმება.-5წთ (ინდივიდუალური) 2საშინაო წერითი დავალების შემოწმება (ინდივიდუალური)-5წთ(ინდივიდუალური) A ფაზა. 3. პროვოცირება კითხვა-პასუხით-5წთ B ფაზა 4.პოვერპოინტში შესრულებული ახალი მასალის ჩვენება.-10 წთ 5. დიდაქტიკური თამაში -„დაკარგული სიტყვები“-5წთ 6. ბუკში ხატვა-10წთ C ფაზა 7. გაკვეთილის შეჯამება კითხვა-პასუხით-2 წთ. მასწავლებელი კითხვა-პასუხით კიდევ ერთხელ ამოწმებს თუ რამდენად კარგად გაიგეს ახსნილი მასალა. და აკეთებს გაკვეთილის შეჯამებას. 8.საშინაო დავალების მიცემა და შეფასება-3წთ. 1საშინაო წერითი დავალების შემოწმება აქტივობით „რა მასწავლა მეგობარმა?“-წყვილებში-5წთ . მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაწყვილდნენ, ერთმანეთს გაუცვალონ დავალებები და გაასწორონ დაშვებული შეცდომები. შეცდომებს ქვემოთ გაუსვან ხაზი, მიუთითონ სწორი ფორმა და ბოლოს ზეპირად გააკეთონ კომენტარები. 2. საშინაო ზეპირი დავალების შემოწმება-5წთ(ინდივიდუალური) A ფაზა 3. პროვოცირება კითხვა-პასუხით-5წთ B ფაზა 4.პოვერპოინტში შესრულებული ახალი მასალის ჩვენება-10წთ 5.ტექსტის გაცნობა-5წთ 6.სახელმძღვანელოზე მუშაობა-10წთ C ფაზა 7.გაკვეთილის შეჯამება კითხვა-პასუხით-3წთ 8. საშინაო დავალების მიცემა და შეფასება-2წთ. შეფასება განმავითარებელი, კომენტარებით განმავითარებელი, კომენტარებით რესურსები: სახელმძღვანელო. რვეული. საწერკალამი. ბუკი. პლაკატი: „შინაური და გარეული ცხოველები და მათი ნაშიერები“. სახელმძღვანელო. რვეული. საწერკალამი. პლაკატი: „შინაური და გარეული ცხოველები და მათი ნაშიერები“.

No comments:

Post a Comment