Monday, August 24, 2015

ტესტი

შემაჯამებელი ტესტი საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა კლასი: მე-4 თარიღი: მოსწავლის სახელი და გვარი: მასწავლებელი: ზ.რევაზიშვილი 1. წაკითხულის გააზრება მეფე მწიგნობარი დავით აღმაშენებელი ყველაზე განათლებული მეფე იყო ქართველ მეფეთა შორის. მას ბავშვობიდანვ ე შეუსწავლია უცხო ენები. კარგად სცოდნია არაბული, სპარსული. ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული ფილოსოფიაში, ისტორიაში, ღვთისმეტყველებაში. წაკითხვის შემდეგ წიგნის ბოლო გვერძე ჯვარს სვამდა ხოლმე ნიშნად იმისა, რომ ამ წიგნის კითხვას მოვრჩიო. ერთხელ უნახავთ, რომ დავითს ერთ წიგნზე 24-ჯერ დაესვა ჯვარი, ესე იგი, 24-ჯერ წაუკითხავს ერთი და იგივე წიგნი. რა თქმა უნდა, დავითს წიგნების კითხვა არც იმის შემდეგ მიუტოვებია, რაც 16 წლის ასაკში საქართველოს მეფე გახდა და სახელმწიფოს მართვასა და ომებს დიდ დროსა და ენარგიას ანდომებდა. დრო რომ დაეზოგა და წიგნებიც ახლოს ჰქონდა, დავით მეფეს მოუწყვეს გადასატან-გადმოსატანი ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკას მგზავრობისა თუ ლაშქრობის დროს ცხენებითა და ურმებით უკან მიადევნებდნენ ხოლმე. მეფეც, როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა , წიგნების კითხვას შეუდგებოდა. ხშირად , თვალები რომ დაეღლებოდა , მეფეს სხვები უკითხავდნენ. თუ რომელიმე ადგილი მოეწონებოდა, წამკითხველს შეაჩერებდა და წაკითხულის ირგვლივ მსჯელობას მართავდა. 1. მწიგნობარი ჰქვია ადამიანს, რომელიც: ა)წიგნებს წერს ბ)წიგნებს აგროვებს გ)ბევრს კითხულობს 2. ნაწარმოების მიხედვით, როდის მართავდა წაკითხულის შესახებ მსჯელობას დავით აღმაშენებელი? ა)როცა წაკითხული მოეწონებოდა ბ)როცა სხვისი აზრი აინტერესებდა გ)როცა წაკითხულს ვერ გებულობენ 3. უპასუხე კითხვებს: -რატომ უწოდებენ დავით აღმაშენებელს „მეფე მწიგნობარს“? -როდის სვამდა წიგნის ბოლო გვერძე მეფე დავითი ჯვარს? 4 . აბრუნე მოცემული არსებითი სახელები: მაგიდა, ირემი, მდინარე. 5. აუღლე მოცემული ზმნები: ვაკეთებ, ვმეცადინეობ, თამაშობდა. 6. მოცემული სიტყვა წინადადებაში ჩასვი სწორი ფორმით და აღნიშნეთ რომელ ბრუნვაშია: სილამაზე, ვაშლი, მეჩონგურე, გზა, პრინცესა ------------მზეს ეცილებოდა. აიღო----------------თავისი ჩონგური და გაუდგა ------ ბაღში უკვდავების-------------ხე იდგა.

No comments:

Post a Comment