Monday, August 24, 2015
გაკვეთილის ანგარიში
სამოდელო გაკვეთილის ანგარიში
გაკვეთილის ჩატარების დღე: 5. 11. 2014 წელი
სკოლა: გეზათის საჯარო კლასი: II და IV
მასწავლებელი: ზ. რევაზიშვილი საგანი: ბუნებისმეტყველება
ძირითადი თემა/საკითხი: II კლასი - შინაური ცხოველები-ძუძუმწოვრები
IV კლასი - ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლი
მისაღწევი შედეგები:
IIკლასი-მოსწავლეებმა შეძლონა შინაური ცხოველების და მათი ნაშიერების ამოცნობა. მათი მნიშვნელობის ნგაცხნობიერება. ცხოველებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
IV კლასი-მოსწავლეებმა შეძლონ ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლზე დაკვირვება და გაანალიზება.
საკვანძო მეთოდები/ სტრატეგიები:
II კლასი -პროვოცირება ზღაპრით „კომბლე“; მასწავლებლის მინილექცია; კითხვა-პასუხი; ბუკზე მუშაობა; „ტყუილი თუ მართალი’; „ჯადოსნური ყუთი“; ბარათებზე მუშაობა;
IV კლასი -საშინაო დავალების შემოწმება აქტივობით „დაეხმარე მეგობარს“.პ როვოცირება ზღაპრით „კომბლე“; მასწავლებლის მინილექცია; კითხვა-პასუხი; „ტყუილი თუ მართალი’; „ჯადოსნური ყუთი“; ბარათებზე მუშაობა;
ძირითადი სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო.
II კლასი- სახელმძღვანელო, საწერკალამი, პლაკატები „შინაური და გარეული ცხოველები და მათი ნაშიერები“. ბარათები. ბუკი. ყუთი მასში მოთავსებული ცხოველების სურათებით.
IV კლასი - სახელმძღვანელო, საწერკალამი, პლაკატები „შინაური და გარეული ცხოველები და მათი ნაშიერები“. ბარათები. ბუკი.ყუთი მასში მოთავსებული ცხოველების სურათებით.
გაკვეთილის შედეგები:
II -IVკლასი -მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ მიზანს. შეძლეს ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლზე დაკვირვება და გაანალიზება. შინაური ცხოველებისა და მათი ნაშიერების ამოცნობა. მათი სასიცოცხლო ციკლის დახასიათება.მსჯელობა მათ სარგებლიანობასა და მნიშვნელობაზე.
საკმაოდ კარგად იქნა გაკვეთილზე გამოყენებული საქსწავლო აქტივობები. კლასკომპლექტში მუშაობისას საშინაო დავალების შემოწმებისას საკმაოდ ეფექტური და პრაქტიკულია აქტივობა „დაეხმარე მეგობარს“. ძალიან კარგი ეფექტი მოახდინა პროვოცირებისას ზღაპარმა „კომბლემ“ ბავშვებმა ხალისით იმჯელეს მასში წარმოდგენილ ცხოველებზე დაახასიათეს თითოეული მათგანი. ძალიან სახალისო გამოვიდა აქტივობა“ტყუილი თუ მართალი“. მოსწავლეებმა გაარჩიეს ერთმანეთისგან ტყუილი და მცდარი ინფორმაცია და არგუმენტებით დაასაბუთეს ყველა შემთხვევა. გაკვეთილის შეჯამებისას გამოვიყენე ბარათები, რითაც დავადგინე ბავშვებმა რამდენად კარგად გაიგეს და გაიაზრეს მიწოდებული ინფორმაცია.
მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment