Monday, August 24, 2015
სამოდელო გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში
რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოს მრავალ სოფელში მოსწავლეთა სიმცირის გამო საბაზო სკოლების დაწყებით საფეხურზე შეიქმნა კლასკომპლექტები, სადაც გაერთიანებულია იყო ორი ან ზოგ შემთხვევაში სამი კლასიც კი, რაც დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამდენად ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, რომ ასეთ კლასებში მომუშავე პედაგოგები დიდი სირთულის წინაშე დგანან.
კლასკომპლექტში მუშაობისას პედაგოგმა კალენდარული გეგმის შედგენისას უნდა გაითვალისწინოს თემების თანხვედრა ორივე კლასში. გაკვეთილის დაგეგმვისას კი აქტივობები ისე უნდა გადაანაწილოს, რომ ორივე კლასთან მიაღწიოს კაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს და მუშაობისას ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს. კლასკომპლექტში მომუშავე პედაგოგი 45 წუთის განმავლობაში ატარებს ორ გაკვეთილს, რაც დამეთანხმებით ადვილი ნამდვილად არ არის. ამას ისიც ემატება, რომ არ არსებობს არანაირი დამხმარე მასალა, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვაში, ამის გამო თითოეული მასწავლებელი იძულებულია ენდოს მხოლოდ საკუთერ კრეატიულობას; შექმნას რესურსი და დაგეგმოს გაკვეთილი.
თხუთმეტი წელია რაც ვმუშაობ კლასკომპლექტში, მსურს ჩემი გამოცდილება გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ამიტომ გთავაზობთ ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილს ბუნებისმეტყველებაში, მე-2 მე-4 კლასში.
გაკვეთილის თემა: შინაური ცხოველები-ძუძუმწოვრები
ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლი
სწავლების საფეხური II კლასი IV კლასი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემა უნდა შეძლონ შინაური ცხოველების და მათი ნაშიერების ამოცნობა. მათი მნიშვნელობის გაცნობიერება. ცხოველებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მოსწავლეებმა შეძლონ ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლზე დაკვირვების და გაანალიზების უნარის განვითარება.
ე.ს.გ.განსაზღვრული შედეგები: ბუნ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
II. 2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის ზოგადი თვისება.
II .3.მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი მოძრაობის აღწერა. ბუნ.IV. 1.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
წინასწარი ცოდნა:
შინაური და გარეული ცხოველების სახელწოდებები და მათი ნაშიერები. სიცოცხლის გამოვლინების ხუთი ძირითადი ნიშან-თღვისება: სუნთქვა, კვება, გამრავლება, მოძრაობა, ზრდა-განვითარება. შინაური და გარეული ცხოველების სახელწოდებები და მათი ნაშიერები
გაკვეთილის მსვლელობა:
1.საშინაო დავალების შემოწმება კითხვა-პასუხით.-5წთ
რადგან მე-2 კლასში არ არის შესასწავლი ტექსტი მასწავლებელი წინა გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას ამოწმებს კითხვა-პასუხით.
2.ბარათებზე მუშაობა-ინდივიდუალური-5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს , რომელშიც უნდა დაასრულონ მოცემული წინადადებები.
A ფაზა.
3.პროვოცირება ზღაპრით „კომბლე“-3წთ.
მასწავლებელი ორივე კლასს უკითხავს ზღაპარს „კომბლე“
4. კითხვა-პასუხი-2წთ
მასწავლებელი ორივე კლასს უსვამს შემდეგ კითხვებს: რომელი ცხოველებია ამ ზღაპარში მოხსენიებული? მათ შორის რომელია შინაური? გარეული? რა ჰქვია მათ ნაშიერებს? რითი იკვებებიან ისინი? და ა. შ...
B ფაზა
5. მასწავლებლის მინი- ლექცია-3 წთ.
მასწავლებელი ორივე კლასს ესაუბრება ძუძუმწოვრებზე და მათ სასიცოცხლო ციკლზე
6. სახელმძღვანელოზე მუშაობა-ინდივიდუალური-8წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს იმუშაონ სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოზე, კერძოდ, გამოიცნონ რომელი ცხოველია დახასიათებული და შეაერთონ ხაზებით სწორ პასუხთან
7. ბუკზე მუშაობა-ინდივიდუალური-5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვ ს იმუშაონ ბუკში მოცემულ სავარჯიშოზე.
C ფაზა
8.დიდაქტიკური თამაში „ტყუილი თუ მართალი?“-ინდივიდუალური-5წთ
მასწავლებელი ამბობს წინადადებებს. თუ აზრი სწორია მოსწავლეები ამბობენ „მართალია“ თუ აზრი არასწორია, მოსწავლეები ამბობენ „ტყუილია“
9. დიდაქტიკური თამაში „იდუმალი ყუთი“-ინდივიდუალური
-5წთ
მასწავლებელი არჩევს ლამაზად შეფუთულ ყუთს რომელშიც მოთავსებულია ცხვადასხვა ცხოველის ფოტო. მოსწავლეები რიგრიგობით გამოდიან. იღებენ რომელიმე ცხოველის სურათს, ახასიათებენ მას ისე, რომ მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ გამოცნობა.
10. გაკვეთილის შეჯამება კითხვა-პასუხით-2 წთ.
მასწავლებელი კითხვა-პასუხით კიდევ ერთხელ ამოწმებს თუ რამდენად კარგად გაიგეს ახსნილი მასალა. და აკეთებს გაკვეთილის შეჯამებას.
11.საშინაო დავალების მიცემა და შეფასება-3წთ.
მასწავლებელი სშინაო დავალებად აძლევს მოსწავლეებს დახატონ მათთვის სასურველი შინაური ცხოველი. მოსწავლეებს აფასებს კომენტარებით. 1საშინაო წერითი დავალების შემოწმება აქტივობით „რა მასწავლა მეგობარმა?“-წყვილებში-10წთ .
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაწყვილდნენ, ერთმანეთს გაუცვალონ დავალებები და გაასწორონ დაშვებული შეცდომები. შეცდომებს ქვემოთ გაუსვან ხაზი, მიუთითონ სწორი ფორმა და ბოლოს ზეპირად გააკეთონ კომენტარები.
A ფაზა
2. პროვოცირება ზღაპრით „კომბლე“-ინდივიდუალური-3წთ.
მასწავლებელი ორივე კლასს უკითხავს ზღაპარს „კომბლე“
3. კითხვა-პასუხი-2წთ
მასწავლებელი ორივე კლასს უსვამს შემდეგ კითხვებს: რომელი ცხოველებია ამ ზღაპარში მოხსენიებული? მათ შორის რომელია შინაური? გარეული? რა ჰქვია მათ ნაშიერებს? რითი იკვებებიან ისინი? და ა. შ...
B ფაზა
4. მასწავლებლის მინი-ლექცია-3წთ.
მასწავლებელი ორივე კლასს ესაუბრება ძუძუმწოვრებზე და მათ სასიცოცხლო ციკლზე
5. ტექსტზე მუშაობა-პაუზებით კითხვა-ინდივიდუალური-5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აკითხებს ტექსტს მონაკვეთებად და ახდენენ წაკითხულის ანალიზსს.
6.ბარათებზე მუშაობა-ინდივიდუალური-7წთ
მოსწავლეები მუშაობენ ბარათებზე, რომელშიც მოცემულია ტექსტი და მათ უნდა ცასვან გამოტოვებული სიტყვები.
C ფაზა
7. დიდაქტიკური თამაში „ტყუილი თუ მართალი?“-ინდივიდუალური-5წთ
მასწავლებელი ამბობს წინადადებებს. თუ აზრი სწორია მოსწავლეები ამბობენ „მართალია“ თუ აზრი არასწორია, მოსწავლეები ამბობენ „ტყუილია“
8. დიდაქტიკური თამაში „იდუმალი ყუთი“:-ინდივიდუალური-5წთ
მასწავლებელი არჩევს ლამაზად შეფუთულ ყუთს რომელშიც მოთავსებულია ცხვადასხვა ცხოველის ფოტო. მოსწავლეები რიგრიგობით გამოდიან. იღებენ რომელიმე ცხოველის სურათს, ახასიათებენ მას ისე, რომ მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ გამოცნობა.
9. გაკვეთილის შეჯამება კითხვა-პასუხით-3წთ.
მასწავლებელი კითხვა-პასუხით კიდევ ერთხელ ამოწმებს თუ რამდენად კარგად გაიგეს ახსნილი მასალა. და აკეთებს გაკვეთილის შეჯამებას.
10. საშინაო დავალების მიცემა და შეფასება-2წთ.
მასწავლებელი საშინაო დავალებად აძლევს: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია რომელიმე ძუძუმწოვარი ცხოველის შესახებ. მოსწავლეებს აფასებს კომენტარებით.
შეფასება
განმავითარებელი, კომენტარებით
განმავითარებელი, კომენტარებით
რესურსები:
სახელმძღვანელო. რვეული. საწერკალამი. ბუკი. პლაკატი: „შინაური და გარეული ცხოველები და მათი ნაშიერები“. სახელმძღვანელო. რვეული. საწერკალამი. პლაკატი: „შინაური და გარეული ცხოველები და მათი ნაშიერები“.
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სერთფიცირებული მასწავლებელი ზაირა რევაზიშვილი.
ტელ: 591 81 82 73
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment