Monday, August 24, 2015
კვლევის დიაგნოსტიკური ტესტი
დიაგნოსტიკური ტესტი
თარიღი:
მოსწავლის სახელი და გვარი:
შეხვედრა
ვანო საბავშვო ბაღის ვესტიბულში გრძელ სკამზე იჯდა და თავის ბიჭუნას ელოდა. ხელები საწვიმარის ჯიბეებში ჩაეწყო, სკამის საზურგეს მისწოლოდა, გაპრიალებულ პარკეტს ჩასჩერებოდა და სახემოღუშული ერთ თავის მეზობელზე ფიქრობდა. ერთხელ ამ მეზობელმა ასე უთხრა: შენ, ჩემო ვანო პატიოსანი კი არა მშიშარა ხარ და ამიტომ არა გაქვს ბევრი ფულიო. მაშინ ვანომ იმის საბუთად, რომ მშიშარა არ იყო, სასაცილო რამ თქვა: „მე შემიძლია შიშველი ხელით გველი დავიჭირო. ავი ძაღლი ხელში ავიყვანო.“ ამაზე მეზობელმა უთხრა: ეგეთი სიმამაცე , ჩემო ვანო საკმარისი აღარ არის, ახლა ადამიანებს უნდა ეშინოდეთ შენი, თორემ გველი და ძაღლი რა სახსენებელიაო. ვანოს რომ ხელი დაეკრა, ამ მეზობელს ხუხულასავით დაშლიდა. ძალიან მოუნდა ესეც მოქცეულიყო, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა და ვანომაც თავი შეიკავა.
უცებ მეორე სართულიდან სკუპ-სკუპით ჩამოვიდა მსუქანი, პეპელასავით მორთული პატარა გოგონა, ჯერ შორიდან უყურებდა ვანოს, მერე ბალერინას პატარა ნაბიჯებით მიირბინა, წინ გაუჩერდა და კეკლუცად ჰკითხა:
-ვინ გნებავთ?
-მიხო- მიუგო ვანომ .
-ვინ მიხო?
-ჩემი ბიჭი.
-რა გვარია?
-ბუჭყიაშვილი.
-ბუჭყიაშვილი?-გაეცინა გოგონას,-ეგ როგორი გვარია? არც კი გამიგონია!
-თვითონ რა გვარი ხარ?
-გაგუა. მსახიობი გაგუა ჩემი ბიძაა. ელენე გაგუა ჩემი მამიდა-ტელევიზორების უფროსი, აბესალომ გაგუა- უნივერმაღების უფროსი. ჩბვენ სულ უფროსი ნათესავები გვყავს. ჩვენ ყჰველაფერი ბევრი გვაქვს.
-რა ყველაფერი გაქვთ ბევრი?
-ავეჯი, ტანსაცმელი, ჭურჭელი...
-რად გინდათ ბევრი ავეჯი და ბევრი ჭურჭელი?
-აბა სტუმარი რომ მოგვივა?
-მერე რა მოვიდეს რა!
-აბა თქვენ როგორ ცხოვრობთ?
-ისე უბრალოდ. ერთი დიდი ფარდაგი გვაქვს, გავშლით ძირს და ვკოტრიალობთ ყველანი- მეც, მიხოც, მამუკაც, ჩვენი დედიკოც და თუ სტუმარი მოგვივა, ისიც. ჩვენ ხის ჯამები გვაქვს, ხის კოვზები-კაკ-კუკ! კაკ-კუკ!
-ავეჯი სულ არა გაქვთ?
-სულ არა გვაქვს. ავეჯი რომ გვქონდეს, როგორღა ვითამაშებდით?!
-რას ვეღარ ითამაშებდით?
-ფრენბურთს დაჭერობანას.
გოგონამ ფუნჩულა ხელით ქვედა ტუჩის სრესა დაიწყო, ვანო კი განაგრძობდა:
-ჩვენ ტანსაცმელიც ისეთი გვაქვს, სადაც გინდა დაჯექი, აი ნახე! -ვანი იატაკზე დაჯდა, გოგონას გაუცინა და იასევ სკამს დაუბრუნდა.
-ხომ კარგია?
-დიახ- დაუქნია გოგონამ თავი და ოდნავ შეყოვნების შემდეგ მორიდებით იკითხა:
-არც მანქანა გყავთ?
-მანქანა რად გვინდა, ჩვენ სულ ფეხით დავდივართ. დავმწკრივდებით და მივდივართ მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე, მთა-მთა. მანქანაში რომ ზიხარ, რან უნდა დაინახო? ბალახებში ჩამალულ თვალებდაკუსულ კალიას დაინახავ? ვარდისფერცხვირიანი პატარა თაგუნიების ჭიდაობას დაინახავ? პირდაღებულ მწყრის ბარტყებს დაინახავ? ბალახის ყურში ჩაძინებულ წვიმის წვეთს დაინახავ?
-ჩქარა რომ მიდიხარ?
-ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, არსად არ გვეჩქარება.
გოგონა მთლად გაშტერდა, ცოტაც და, მოიგლეჯდა ქვედა ტუჩს. ვანომ პაწია ხელში ხელი მოჰკიდა და ჩამოაღებინა:
-რა გინდა, რატომ აწვალებ მაგ ტუჩს? რამე დაგიშავა?
ამ დროს მიხო გამოვარდა და შორიდან დაიძახა:
-წავიდეთ მამაჩემო?
-წავიდეთ.
ვანო წამოდგა. გოგონა ახლა უკვე ქვემოდან შესცქეროდა , თვალები სევდით ჰქონდა სავსე.
- წამიყვანთ თქვენთან?
-კი, როგორ არ წაგიყვანთ,-მიუგონ ვანომ,-ახლა მაღლა ადი, ხვალ კი უსათუოდ წაგიყვანთ.
გოგონა დიდხანს გასცქეროდა გვერდიგვერდ მიმავალ მამა-შვილს. მამას მოკლე. გახუნებული საწქვიმარი ეცვა. მაღალუი იყო, დიდი, განიერი ბჰეჭებით უძრავად მიჰქონდა ლამაზი თავი. შვილი თეძომდეც კი ვერ სწვდებოდა. მიდიოდნენ და მილაპარაკობდნენ.
რევაზ ინანიშვილი
1. სად შეხვდა გოგონა უცნობ კაცს?
2. მოთხრობის დასაწყისში რატომ იყო კაცი სახემოღუშული? იმიტომ, რომ
ა)ის დიდხანს ელოდა თავის ბიჭუნას
ბ)მას მეზობელთან საუბარი გაახსენდა
გ)გოგონას მისი გვარი არ მოეწონა
დ)მას არ ჰქონდა არაფერი ბევრი
3. შენი აზრით, მეზობლის ამ სიტყვებიდან რა იყო ვანოსთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი?
ა)ბევრი ფული არ გაქვსო
ბ) შენი სიმამაცე დღეს საკმარისი აღარ არისო
გ)ადამიანებს უნდა ეშინოდეთ შენიო.
დ) გველი და ძაღლი აბა რა სახსენებელიაო
4. რა ჰგონია გოგონას, როდის არის ადამიანის გვარი უფრო მოსაწონი?
5. გოგონას თანდათან ეცვლება დამოკიდებულება ვანოც მიმართ და ბოლოს ძალიან მოსწონს ის. აღნიშნე ორი რამ , რაც მას ამ კაცის უბრალო ცხოვრებიდან მოეწონა:
1.
2.
6. ვინ და რატომ თქვა მოთხრობაში ეს სიტყვები: „პეპელასავით მორთული“?
ა)მწერალმა, საბავშვო ბაღის ვესტიბიულის აღსაწერად.
ბ)ვანომ, გოგონას ტანსაცმლის აღსაწერად.
გ)მწწერალმა, გოგონას გარეგნობის აღსაწერად.
დ)ვანომ, ბალახებიანი მინდვრების აღსაწერად.
7. იპოვე მოთხრობაში და ამოწერე წინადადება, რომელშიც მწერალი გაოცებულუი, დაბნეული გოგონას ნერვიულობას გამოხატავს:
8. ტექსტის მიხედვით ჩამოთვლილთაგან რა არ ჰქონდა ვანოს?
ა)გაპრიალებული პარკეტი
ბ) დიდი ფარდაგი
გ)ხის ჯამები
დ) მოკლე საწვიმარი
9. იპოვე მოთხრობაში და ამოწერე ერთი წინადადება, რომელშიც მწერალი ვანოს გარეგნობას აღწერს:
10. შენი აზრით , რა ადასტურებს მოთხრობაში იმას, რომ გოგონას მართლაც ძალიან მოეწონა ახალგაცნობილი კაცი?
11. შენ როგორ დაახასიათებ ვანოს? გამოკვეთე მისი ხასიათის ერთი თვისება და დაიმოწმე ერთი მაგალითი ვანოს საქციელის , მისი ნათქვამკის ან მწერლის სიტყვების მიხედვით, რონმელიც შენს მიერ აღნიშნულ თვისებას დაადასტურებს
თვისება:---------
მაგალითი:------
12. საიდან ჩანს, რომ მამა-შვილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ? დაიმოწმე ტექსტიდან ერთი შესაბამისი მაგალითი.
13. რითი დაასაბუთებ იმას, რომ ვანო ბუნებას კარგად იცნობს და მას უყვარს ბუნება? ტექსტის მიხედვით დაიმოწმე ერთი მაგალითი:
14. შენი აზრით , რა არის ამ მოთხრობის მიხედვით მ,წერლის მთავარი სათქმელი?
ა) ბავშვმა უცნობ უფროსს ბევრი შეკითხვა არ უნდა დაუსვას, თავი არ უნდა მოაბეზროს.
ბ)შესაძლებელია, ადამიანმა შენთვის მიუღებელი რამ გიხრას, მაგრამ მასზე ხელი არ უნდა აღმართო, თავის შეკავება უნდა შეძლო.
გ)ბავშვებს ძალიან უყვართ ბუნებაში ყოფნა, პატარა ცხოველებისა და მწერების ნახვა, მათზე დაკვირვება.
დ)მნიშვნელოვანი ის კი არ არის , ადამიანს როგორი გვარი აქვს, არამედ როგორია მისი სულიერი სამყარო.
შეფასების სქემა
მაქსიმალური შეფასება -15 ქულა
საკითხის N 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
ქულა 1 1 1 1 2 1 1 1 1 1 1 1 1 1
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment