Monday, August 24, 2015
დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა
დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა
სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც მუშაობა ამავე სკოლაში პედაგოგად.
დამრიგებლის საერთო მიზანია: დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში-პიროვნული, ზნეობრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში, ხელს უწყობს მოსწავლეების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში.
ეხმარება დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებებასა და ოჯახის საზოგადოებასა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
1. დამრიგებელი ცხადდება სკოლაში 15 წუთითით ადრე გაკვეთილების დაწყებამდე-აკონტროლებს მოსწავლეთა დროულად გამოცხადებას და მზადყოფნას გაკვეთილებისათვის.
2. აცნობს მოსწავლეებს და მის მშობლებს მათ უფლება-მოვალეობებს. სკოლის შინაგანაწესს, მოსწავლის ეთიკის კოდექსს, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამის საკითხებს.
3. რეგურალურად ატარებს სადამრიგებლო საათს თვეში 4-ჯერ. I-IVკლასში კვირაში ერთხელ ტარდება კითხვის საათი-სადამრიგებლო პროგრამის მიხედვით.
4. არის შუამავალი მოსწავლეს მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში
5. სისტემატიურად აწვდის მშობელს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემების თუ წარმატების შესახებ.(დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასხწრებით საუბარი)
6. ეხმარება მოსწავლეს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში
7. წელიწადში მინიმუმ ერთხელ აკეთებს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზს, მასწავლებლებისაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და წერს თითოეული მოსწავლის დახასიათებას.
8. აწარმოებს მონიტორინგს სასკოლო წარმოებაზე.
9. აკონტროლებს სისუფთავეს და დისციპლინის დაცვას სასკოლო ოთახში, კაბინეტში, აწარმოებს სადამრიგებლო პორტფოლიოს და აკონტროლებს მოსწავლეების მიერ პორტფოლიოების წარმოებას. სწავლობს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენების მიზეზს.
10. მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში ამზადებს ინფორმაციას მისი აკადემიური მიღწევების და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.
დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამას თან უნდა ახლდეს წლიური სადამრიგებლო პროგრამა კლასების მიხედვით, სკოლის მისიის გათვალისწინებით.
11. დამრიგებლის მუშაობის შეფასება, შეფასბის კრიტერიუმების მიხედვით დაჯილდოების მიზნით წახალისების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment