Monday, August 24, 2015
შემაჯამებელი ტესტი ქართულში. მე-2 კლასი
შემაჯამებელი ტესტი
კლასი: მე-2
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თარიღი:
მოსწავლის სახელი და გვარი:
1) წაკითხულის გააზრება:
უტკბესი და უმწარესი
ერთმა მეფემ თავის ვეზირს უბრძანა: - წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ ქვეყანაზე მასზე უტკბესი არაფერი იყოსო.
წავიდა ვეზაირი. ენა უყიდა, მოუტანა, შეუწვა და აჭამა. მეფეს ძალიან მოეწონა. მეორედ უბრძანა:
-წადი , ახლა ისეთი რამ მომიტანე, რომ მასზე უმწარესი არაფერი იპოვებოდესო.
ვეზირი წავიდა და ისევ ენა მოუტანა.
მეფემ უთხრა:
-ტკბილი გთხოვე , ენა მომიტანე, მწარე გთხოვე, კვლავ ენა მომიტანეო!
ვეზირმა მოახსენა:
-ამ ქვეყნად ენაზე უტკბესი და ენაზე უმწარესი არაფერიაო.
სულხან-საბა ორბელიანი
1.რა მიართვა მეფეს ვეზირმა პირველად?
2.რა მიართვა ვეზირმა მეფეს მეორედ?
3.რატომ მიართვა მეფეს ორივეჯერ ერთი და იგივე ვეზირმა?
4.რა არის ამ იგავის მთავარი სათქმელი?
ა)მეფეს ენა ძალიან უყვერს.
ბ)ადამიანის სიტყვეს დიდი ძალა აქვს
გ) ვეზირს სურდა მეფისათვის ესიამოვნებინა.
5. ჩასვი გამოტოვებული სიტყვა:
ვეზირი წავიდა . ..............უყიდა, მუტანა, ...............და აჭამა. ...........ძალიან მოეწონა..
2) ამოიწერე წინადადებიდან არსებითი სახელები და ზმნები:
გიორგიმ ნინოს კამფეტები შესთავაზა. ძაღლი და კატა დამეგობრდნენ. ლომმა თაგვს სიცოცხლე აჩუქა.
ზმნები: არსებითი სახელები:
3) გაასწორე შეცდომა:
ნინომ ლამაზათ შეფუთული საჩუქარი მისცა ანანოს.
4) წარმოდგენილია საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები. იპოვეთ შეცდომა და შემოხაზეთ
ა) ნათელი -ბნელი გ)ბრჭყვიალა-ციმციმა
ბ)ვიწრო-განიერი დ)სწრაფი-ნელი
5) რომელი არ არის შინაარსით მსგავსი სიტყვა
ა)დაქანცული ბ)დაღლილი გ)დამშვიდებული დ)მისავათებული
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Harrah's Cherokee Casino & Hotel - MapyRO
ReplyDeleteFind your way around the casino, find where 하남 출장안마 everything 밀양 출장안마 is located 바카라 with these helpful guides! Find your way 삼척 출장안마 around the casino, find your way 남양주 출장안마 around the casino,