Monday, August 24, 2015

კვლევის დიაგნოსტიკური ტესტი

დიაგნოსტიკური ტესტი N1 მოსწავლის სახელი და გვარი: მოსწავლისჩანთიანი სპილო სპილო და გოგონა ერთი ხნისანი იყვნენ, ერთად იზრდებოდნენ და ცირკის არენაზე ერთად გამოდიოდნენ. ცხოველს ისე უყვარდა გოგონა, ერთ დღესაც რომ არ ენახა, საშინელ გუნებაზე დგებოდა, პირდაპირ განგაშს ტეხდა, საჭმელ-სასმელზეც უარს ამბობდა, თან საყვირივით გაჰკიოდა. იმ დღესაც ასე მოხდა. გოგონას როლი არ ჰქონდა და არენაზე მისი გამოსვლა საჭირო არ იყო. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: როცა სპილოსთვის კარგად ნაცნობი მუსიკა აჟღერდა, ის ვოლიერიდან გამოვიდა, არენაზე შევარდა და გოგონას დაუწყო ძებნა. დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით, განსაკუთრებით ბლომად იყვნენ ბავშვები. სპილო წრეზე დარბოდა და ვეება ხორთუმს აქეთ-იქით იქნევდა. იმ დროს იქ არც სპილოს მწვრთნელი იყო. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა რეჟისორმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო: სასწრაფოდ მოძებნა გოგონა და ყგველაფერი აუხსნა. ექვსი წლის გოგონას ოდნავადაც არ შეშინებია. აიღო წითელი ვაშლი და არენისკენ გაიქცა. სპილო , გოგონა რომ დაინახა, მონუსხულივით გაშეშდა, ხოლო როცა გოგონამ ალერსიანი ხმით დაუძახა, გახარებული ცხოველი მიუახლოვდა და მოფერების ნიშნად პატარა მეგობარს თავზე ხორთუმი გადაუსვა. გოგონამ ვაშლი მიაწოდა. სპილომ ხორღთუმით გამოართვა და გემრიელად შეახრამუნა. გოგონამ პაწია ხელი ხორთუმზე წაავლო და მასთან ართად კულისებისაკენ გაემართა. მაყურებლებს ეს სცენა ნომრის გაგრძელება ეგონათ და მეგობრები სიცილითა და ტაშით გააცილეს. წარმოდგენის შემდეგ გოგონას ჰკითხეს: -გაბრაზებული სპილოსი არ შეგეშინდა? გოგონამ კი ღიმილით უპასუხა: -რატომ უნდა შემშინებოდა, ის ხომ ჩემი საყვარელი მეგობარია? დრო გადიოდა. სპილოსა და გოგონას მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცდებოდა. ლამაზად მორღთულმა სპილომ პირველკლასელი მეგობარი სკოლაშიც კი გააცილა. სპილოს მოსწავლის ჩანთა მიჰქონდა ხორთუმით, გოგონას კი ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა. მათ უკან , ქუჩის ტროტუარზე, აჟრიამებული ბავშვები მიჰყვებოდნენ, მაგრამ სპილო ყურადღებას არავის აქცევდა. სკოლის ეზოში საზეომო შეკრება გაიმართა. სპილო მოშორებით იდგა და წყნარად უყურებდა ეზოში მოწყობილ მხიარულ სანახაობას. მალე ზარიც დაირეკა და მოსწავლეები საკლასო ოთახში შევიდნენ. სპილომაც მოინდომა შესვლა, მაგრამ სკოლისნ ვიწრო კარში ვერ შეეტია. ამიტომ უკან დაბრუნდა და პირველ სართულზე განლაგებულ საკლასო ოთახების ფანჯრებში შეიჭყიტა, რათა მეგობარი ეპოვა. თითქმის მთელ შენობას შემოუარა და ბოლოს ერთ-ერთ ფანჯარაში თვალი მოჰკრა გოგონას, რომელიც ფეხზე იდგა და მასწავლებელს რაღაცას პასუხობდა. გახარებულმა სპილომ ფანჯრის მინას რამდენჯერმე მიარტყა ხორთუმი, რითაც გოგონას აცნობა, გიცდი და ბევრი არ მალოდინოო. სკოლის დარაჯს შეეშინდა, ფანჯრები არ ჩალეწოსო, და სპილოს ეზოდან გაყვანას შეეცადა. არაფერი გამოუვიდა-სპილო იმ საკლასო ოთახს არ სცილდებოდა, რომელშიც მეგობარი ეგულებოდა. შუადღისას გაკვეთილების დამთავრების მაუწყებელი ზარი დაირეკა თუ არა, გოგონბა ეზოში გავიდა. სპილოს ისე გაუხარდა მისი დანახვა, რომ წაუცეკვა კიდეც. მერე გზას ერთად გაუდგნენ. სპილოს ხორთუმით მოსწავლის ჩანთა მიჰქონდა და დინჯად მიჰყვებოდა მეგობარს. სკოლიდან დაბრუნებული სპილო თავის ვოლიერში შეიყვანეს. გახარებულუი მწვრთნელი ცხოველს გემრიელი ტკბილეულით გაუმასპინძლდა. მერე ჯეჭვით მიამაგრა ბოძზე, რათა სპილოს კარგად დაესვენა და საღამოს ატრაქციონზე უფრო მხნედ და ხალისიანად გამოსულიყო. ტარიელ ხავთასი 1.როგორ გამოხატავდა სპილო იმას, რომ ერთი დღის გატარებაც კი არ სურდა გოგონასთან თამაშის გარეშე? 2. რატომ გავიდა მოულოდნელად სპილო არენაზე და გოგონას დაუწყო ძებნა? ა)მან მაყურებელთა შორის ერთ-ერთი ბავშვი გოგონას მიამსგავსა. ბ)მან არენაზე ნაცნობი მწვრატნელი დაინახა და იფიქრა, რომ გოგონაც იქ იქნებოდა. გ) მას ნაცნობი მუსიკა შემოესმა და იფიქრა, რომ მისი და გოგონას საერთო ნომერი იწყებოდა. დ) ის გოგონას კულისებში დაეძებდა და უცაბედად არენაზე აღმოჩნდა. 3. რა გადაწყვეტილება მიიღო რეჟისორმა, როდესაც სპილო არენაზე შევარდა? 4. რას ნიშნავს სიტყვა „მონუსხულივით გაშეშდა“? ა) ხერხი იხმარა და განზრახ გაუნძრევლად დადგა. ბ) საკუთარი ტანის სიმძიმემ ერთ ადგიოლზე შეაჩერა. გ) დაღლილობისაგან წინ ნაბიჯი ვეღარ გადადგა. დ) თითღქოს მოჯადოებული ყოფილიყო , უეცრად გაჩერდა. 5. რატომ არ აღელდნენ მაყურებლები, როცა მოულოდნელად გამოვარდნილი ვეება სპილოს უყურებდნენ? 6. რა აჩუქა გოგონამ სპილოს? ა) ყვავილების თაიგული ბ)თავისი ჩანთა გ) წითელი ვაშლი დ) გემრიელი ტკბილეული 7. რას ზეიმობდნენ სკოლის ეზოში შეკრებილი ადამიანები? 8. რატომ შეშფოთდა სკოლის დარაჯი? ა)სპილომ ვიწრო კარი შეამტვრია. ბ)სპილო საყვირივით გაჰკიოდა. გ)პატარა ბავშვებს ვეება სპილოსი შეეშინდათ. დ)სპილომ ფანჯრის მინას რამდენჯერმე მიარტყა ხორთუმი 9.როგორ დაასაბუთებტექსტის მიხედვით იმას, რომ სპილო ექვსი წლის იყო? 10. დაიმოწმე ტექსტიდან ორი რამ, რაც დაამტკიცებს, რომ გოგონას სპილო ძალიან უყვარდა: 1. 2. 11.გადახაზე ჩამონათვალში ის ზედმეტი კითხვა, რომელიც მნიშვნელობით ცირკს არ უკავშირდება არენა ატრაქციონი კულისები ტროტუარი ვოლიერი 12დაიმოწმე ტექსტიდან ერთი მაგალითი იმის დასადასტურებლად, რომ სპილო ჭკვიანი ცხოველია 13. რა არის ამ ნაწარმოების მთავარი თემა? ა) ზეიმი სკოლის ეზოში ბ)ადამიანისა და ცხოველის მეგობრობა. გ)სპილოს გარეგნობა და ხასიათი. დ) ცხოველები ცირკის არენაზე. შეფასების სქემა მაქსიმალური ქულა -14 საკითხის N 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ქულა 1 1 1 1 1 1 1 1 1 2 1 1 1

1 comment: